რუსეთს შეუძლია ევროკავშირის გაზის ბაზარი უფრო მომგებიანი ბაზრების სანაცვლოდ ნაადრევად დატოვოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.  „ისინი გეგმავენ, რომ ერთ თვეში, რუსული გაზის, მათ შორის თხევადი ბუნებრივი აირის, შეძენაზე შეზღუდვები დააწესონ. ხოლო, ერთი წლის შემდეგ, 2027 წლიდან კიდევ უფრო მეტ შეზღუდვებს გეგმავენ, სრულ აკრძალვამდე“, - განაცხადა პუტინმა.  მისი თქმით, რუსეთისთვის შესაძლოა „უფრო მომგებიანი იყოს, რომ ევროპული ბაზრებისთვის რუსული გაზის მიწოდება ახლავე შეწყვიტოს“.

04-03-2026 23:37
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 144

რუსეთს შეუძლია ევროკავშირის გაზის ბაზარი უფრო მომგებიანი ბაზრების სანაცვლოდ ნაადრევად დატოვოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ისინი გეგმავენ, რომ ერთ თვეში, რუსული გაზის, მათ შორის თხევადი ბუნებრივი აირის, შეძენაზე შეზღუდვები დააწესონ. ხოლო, ერთი წლის შემდეგ, 2027 წლიდან კიდევ უფრო მეტ შეზღუდვებს გეგმავენ, სრულ აკრძალვამდე“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთისთვის შესაძლოა „უფრო მომგებიანი იყოს, რომ ევროპული ბაზრებისთვის რუსული გაზის მიწოდება ახლავე შეწყვიტოს“.

„უფრო მომგებიანი ხომ არ იქნება იმ ბაზრებზე შესვლა, რომლებიც ახლა იხსნება. ასევე, მკაფიოდ ვიტყვი, რომ პოლიტიკური მოტივი არ არსებობს. თუ მაინც ერთ ან ორ თვეში უნდა დახურონ ბაზარი, მაშინ უკეთესი არ იქნება, რომ ახლავე შევწყვიტოთ მიწოდება და იმ ქვეყნებში წავიდეთ, რომლებიც სანდო პარტნიორები არიან? ეს გადაწყვეტილება არ არის, როგორც ამბობენ, ეს უბრალოდ ხმამაღლა ფიქრია“, - აღნიშნა პუტინმა.

ცნობისთვის, იანვარში ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც გაზის, ასევე, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებს. გეგმის თანახმად, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო გაზის იმპორტის - 2027 წლის შემოდგომიდან.

დიდ დიღომში, ერთ-ერთ შენობაში ხანძარია.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი სასაწყობე ფართში უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.  მათივე ცნობით, უცნობია ხანძრის გავრცელების არეალი და მისი გამომწვევი მიზეზი.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ისრაელის საჰაერო ძალებმა, დაზვერვის მონაცემების საფუძველზე, ბეირუთში „ჰეზბოლას“ რამდენიმე სამეთაურო ცენტრზე დარტყმების ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება. თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო ცენტრი, რომელსაც „ჰეზბოლას“ საჰაერო ქვედანაყოფი იყენებდა. მათი მტკიცებით, დარტყმებამდე მიიღეს ზომები იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალების რისკი შეემცირებინათ.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე