რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებულ გიორგი წიქარიშვილს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებულ გიორგი წიქარიშვილს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

6 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 202

თბილისის საქალაქო სასამართლომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რუსთველი გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებული გიორგი წიქარიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის გადაწყვეტილებით, მას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი წიქარიშვილის რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

შსს-ს თანამშრომლებმა გიორგი წიქარიშვილი, 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე