რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა, შსს-ს მოწოდების შემდეგ, საავტომობილო გზა გაათავისუფლეს

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა, შსს-ს მოწოდების შემდეგ, საავტომობილო გზა გაათავისუფლეს

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 284

რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა, რომელთაც საავტომობილო გზა გადაკეტილი ჰქონდათ, სავალი ნაწილი გაათავისუფლეს.

ისინი გზიდან მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, შემდეგ კი ადგილზე მყოფმა პოლიციამ მიმართა მათ, რომ გზის ხელოვნური გადაკეტვა კანონით დაუშვებელია და ამიტომ საავტომობილო გზა გაეხსნათ.

აღნიშნულის შემდეგ მოქალაქეები სამართალდამცველების მოთხოვნას დაემორჩილნენ და პარლამენტის მიმდებარედ, საავტომობილო გზის ორივე მხარეს, ქვეითთათვის განკუთვნილი ტერიტორია დაიკავეს.

რაც შეეხება უშუალოდ შსს-ის განცხადებას, მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.

„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი და უზრუნველყონ ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება რუსთაველის გამზირზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს”,- ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე