რუსთავის ცენტრალურ პარკში ისტორიულ ციხე-სიმაგრის ირგვლივ ვიდეოსათვალთვალო კამერები დამონტაჟდება.
კამერების შესაძენად ელექტრონული ტენდერი ააიპ "რუსთავსერვის ცენტრმა" გამოაცხადა და უკვე გამარჯვებულიც გამოვლენილია.
ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით გამარჯვებულა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს: 6 ცალი Bullet camera A ტიპის, 1- Bullet camera B ტიპის და ასევე 1 - PTZ camera-ის შეძენა და მონტაჟი.
კამერების შეძენა-მონტაჟისთვის 16 246 ლარია გამოყოფილი.