რუსთავში მხოლოდ ივნისის თვეში ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 339 შემთხვევა დაფიქსირდა

რუსთავში მხოლოდ ივნისის თვეში ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 339 შემთხვევა დაფიქსირდა

07-07-2025 13:34
კატეგორიები: შემთხვევა რეგიონი
პოსტი ნახა: 499

გასულ თვეში, ივნისში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 339 შემთხვევა დაფიქსირდა.

125 აცრილი 15 წლამდე პაციენტია.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის უმრავლესობა, 311 შემთხვევათა, პატრონიანი ცხოველების მხრიდან დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევაში კი ცხოველთა პატრონების მიკვლევა ვერ მოხდა.

ჯანგულაშვილის ცნობითვე, პატრონიანი ცხოველების დაკბენება-დადორბვლა-დაკაწვრის შემთხვევებიდან 196 ძაღლზე მოდის, 133 კატაზე.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, მსგავს სიტუაციაში აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე