საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, მელიქიშვილის გამზირზე და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, მელიქიშვილის გამზირზე და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

1 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 102

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა აღნიშნულ მონაკვეთებზე 20 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00-მდე იმოქმედებს.

„საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 20 ნოემბერს, 00:00-იდან 03:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება მელიქიშვილის გამზირზე. 03:00 საათიდან 06:00-მდე კი საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზე, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთზე.

შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით.

რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე