სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს - დღევანდელ სხდომაზე ფოტო/ვიდეო გადაღების ნებართვა გაიცა

სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს - დღევანდელ სხდომაზე ფოტო/ვიდეო გადაღების ნებართვა გაიცა

21 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 266

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესს თავად მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილიც ესწრება.

ასევე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შემდეგ, რომლის მიხედვითაც სასამართლო პროცესის ფოტო/ვიდეო გადაღება დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით ხდება, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ფოტო/ვიდეო გადაღების ნებართვა გაიცა. სასამართლო პროცესს როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისე ტელეკომპანია „იმედიც“ იღებს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორ ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 „ბ“ და 194 - 3 „გ“ ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე