მკვლელობა სადგურის მოედანზე - თვითმხილველების ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცს უცნობი პირი ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა

მკვლელობა სადგურის მოედანზე - თვითმხილველების ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცს უცნობი პირი ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა

05-05-2025 16:19
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 1632

სადგურის მოედანზე, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცს ყელი აქვს გამოჭრილი.

მათივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს უცნობი პირი ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი მოკლა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.

ასევე, დაკითხვაზე გადაიყვანეს რამდენიმე თვითმხილველი.

თავად მამაკაცის ცხედარი ცოტა ხნის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.

 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე