საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

10 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 219

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებასთანდაკავშირებით, ქალაქ თბილისსა და აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

სპიკერი - თეონა დევდარიანი - საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე