საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უშბაზე მთამსვლელისა და სამთო გიდის, ნიკოლოზ ფალიანის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უშბაზე მთამსვლელისა და სამთო გიდის, ნიკოლოზ ფალიანის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

22-05-2025 16:31
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 712

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთამსვლელი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი, რომელიც ექსპედიციის დროს სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა, მესტიაში ჩაასვენეს.

მათივე ცნობით, ნიკოლოზ ფალიანი უშბის მთაზე კიდევ სამ პირთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უვნებლად აიყვანეს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან.

უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.

მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში" - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე