საიმიგრაციო ვიზისა და მწვანე ბარათის შესახებ, ამერიკის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

საიმიგრაციო ვიზისა და მწვანე ბარათის შესახებ, ამერიკის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

07-07-2025 20:24
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 270

საიმიგრაციო ვიზისა და მწვანე ბარათის შესახებ, ამერიკის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,საიმიგრაციო ვიზისა და მწვანე ბარათის გასაუბრებამდე ელექტრონული ფოსტით მიიღებთ აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალს.

ზოგიერთი საბუთი უნდა იყოს დედანი ინგლისური თარგმანით, დანარჩენზე მისაღებია ასლები.

არასრული დოკუმენტაცია = ვიზის მიღების გადავადებას.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციას!  ქართველმა აპლიკანტებმა წარმოადგინეთ 2 სახის ცნობა ნასამართლობის შესახებ:

ცნობა ნასამართლობის შესახებ

ცნობა გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობის შესახებ (ყველა ამჟამინდელი და წინა სახელის/გვარის მითითებით!)

აზერბაიჯანელმა ქალმა აპლიკანტებმა წარმოადგინეთ ნასამართლობის ცნობა:

ქორწინებით მიღებული გვარის მითითებით

ქორწინებამდე გვარის მითითებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე