თემო სუყაშვილი წერს, რომ აცნობეს „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ლიკვიდაციის თაობაზე. ის ამ ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენელი იყო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თორთლაძის 2025 წლის 29 მაისის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დასაქმებულს აცნობებენ, რომ:
„2025 წლის 1 ივლისიდან, იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთი თვით ადრე, გაფრთხილებთ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს შეიქმნა. საინფორმაციო ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც 2017 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. 2019 წლის სექტემბრიდან ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირია.