საჯარო სამსახურში ახალ, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის სტატუსს შემოიღებენ

საჯარო სამსახურში ახალ, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის სტატუსს შემოიღებენ

25-02-2025 16:25
კატეგორიები: საზოგადოება

საჯარო სამსახურში ახალი - სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის სტატუსის შემოღება ხდება.

„ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ პარლამენტში წარადგინეს პროექტი, რომლის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან ხელმძღვანელის მოადგილე სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირები იქნებიან (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა, აგრეთვე, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა).

აღნიშნულ სუბიექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ნორმები გავრცელდება.

ამავე ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებულია, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეს მიეცემა კომპენსაცია - 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

პოსტი ნახა: 469


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე