სახელმწიფო მინისტრი არის მინისტრი სამინისტროს გარეშე - შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც აღჭურვილია უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ფუნქციით. ამის დაკნინების მცდელობა არის იმთავითვე წარუმატებლობისთვის განწირული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.  პრემიერის თქმით, მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს შორის ერთადერთი განსხვავებაა, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობს და და სახელმწიფო მინისტრი დაკავებულია კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებით, სამინისტროს გარეშე.

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 50

სახელმწიფო მინისტრი არის მინისტრი სამინისტროს გარეშე - შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც აღჭურვილია უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ფუნქციით. ამის დაკნინების მცდელობა არის იმთავითვე წარუმატებლობისთვის განწირული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პრემიერის თქმით, მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს შორის ერთადერთი განსხვავებაა, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობს და და სახელმწიფო მინისტრი დაკავებულია კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებით, სამინისტროს გარეშე.

„რეალურად ყველაფერი ძალიან მარტივადაა, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილება სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი - საკოორდინაციო რგოლი. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე-პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს, ამ თანამდებობა დაიკავებს მამუკა მდინარაძე. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება. რა თქმა უნდა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. სინამდვილეში, ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით.

როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და სხვები და საუბრობენ სამინისტროზე, ეს უკვე აჩვენებს რამდენად არაკომპეტენტურები არიან ისინი. სინამდვილეში, ერთადერთი განსხვავებაა მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს შორის, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობს და და სახელმწიფო მინისტრი დაკავებულია კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებით, სამინისტროს გარეშე. ჩვენი კანონმდებლობით, სახელმწიფო მინისტრი არის მინისტრი სამინისტროს გარეშე. როდესაც ასეთ დროს, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები თუ სხვები საუბრობენ, რომ სამინისტრო სუსტად არის წარმოდგენილი, მათ კომპეტენციაზე მეტყველებს.

შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც აღჭურვილია უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ფუნქციით - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქცია. ამის დაკნინების მცდელობა არის იმთავითვე წარუმატებლობისთვის განწირული“, - აღნიშნა კობახიძემ.

როგორც მან განაცხადა, ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში.

„ვიცე-პრემიერს აქვს სამართალდამცავი ორგანოების საერთო კოორდინაციის ფუნქცია. ზუსტად იგივეა. ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში. სამართალდამცავი ორგანოები ძალიან სპეციფიკურია. ხშირად, ყოველდღიურ რეჟიმში არის ასეულობით საკითხი შესათანხმებელი, რასაც მე მარტო ვერ შევძლებ. ტექნიკური კუთხით, ეს შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალი რგოლის გაჩენა. აქამდეც მამუკა მდინარაძე სინამდვილეში ასრულებდა ამ ფუნქციას - საერთო კოორდინაციის ფუნქციას, უბრალოდ ეს შეიძლება არ იყო ბოლომდე სწორი, რადგან არ იყო ფორმალიზებული. რასაც აკეთებდა მამუკა მდინარაძე სუს ხელმძღვანელობისასა, ამას მიეცემა ფორმალიზებული სახე. ასე გამოვიდა, რომ დამატებით ამ ფუნქციასაც ასრულებდა. ახლა უკვე, რაც ისედაც ხდებოდა, იმას მიეცემა ფორმალიზებული სახე. ეს ფუნქცია ჩვენგან ჰქონდა რეალურად მინიჭებული, ამის საჭიროება არსებობდა“, - განმარტა კობახიძემ.

აშშ-მა ირანის „ჩრდილოვანი საბანკო სისტემის“ ხელშემწყობი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციები დააწესა, - ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.  აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა სანქციები 35 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ დააწესა, რომლებიც ირანის „ჩრდილოვანი საბანკო არქიტექტურის“ ზედამხედველობას ახდენენ და ირანის მიერ სანქციებისთვის თავის არიდებისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნით მილიარდობით დოლარის გადარიცხვას ხელს უწყობენ.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 84 პირი და ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განჰაცხადა. მისი განმარტებით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე