სამადაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე ბოჭორიშვილის არმიწვევა ცხადყოფს, რომ "ოცნებას" EU-ს ლეგიტიმაცია არ აქვს

სამადაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე ბოჭორიშვილის არმიწვევა ცხადყოფს, რომ "ოცნებას" EU-ს ლეგიტიმაცია არ აქვს

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 122

ბოჭორიშვილის არმიწვევა საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე არის ყველაზე ნათელი ნიშნული, რომ ამ ხელისუფლებას ევროკავშირის ლეგიტიმაცია არა აქვს, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.  

მისი თქმით, 2009 წლიდან საქართველო უკვე რეგულარულად იღებდა მიწვევებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, თუმცა დღეს, მიუხედავად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისა, ვითარება შეიცვალა. 2025 წელს საქართველო ერთადერთი კანდიდატია, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე არ იწვევენ.

"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ საგანგებო სხდომაზე, სადაც საქართველოს საკითხი განიხილებოდა. მე და მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მიგვიწვიეს, მხოლოდ სხდომაზე არა, გვერდით ოთახში, ინდივიდუალური შეხვედრებისთვის მინისტრებთან. მახსოვს, როგორი სიმძაფრით შევიგრძენი, რა უუფლებო, რთულ მდგომარეობაში ხარ, როდესაც არ ეკუთვნი ამ დაცული, მდიდარი, წარმატებული ქვეყნების კლუბს, გვერდით ოთახში გიწევს ჯდომა და 'ღარიბი ნათესავის' როლში ყოფნა, როდესაც შენს ბედზე მსჯელობენ. ვიცოდი, რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რომ სწორედ იქ, ევროპული საბჭოს სხდომათა დარბაზში მოგვეპოვებინა ჩვენი ადგილი. 
გავიდა წლები და აღმოჩნდა, რომ მოსაცდელ ოთახშიც აღარავინ გვეპატიჟება. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს მიწვევა გარკვეული პერიოდულობით დაიწყო 2009 წლიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში განკუთვნილი ფორმატით. 

დღეს, 2025 წელს, საქართველოს უკვე ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს. შესაბამისად, კიდევ უფრო აქტუალური უნდა იყოს ჩვენი დასწრება საბჭოს სხდომაზე. თუმცა, რუსული რეჟიმის დამსახურებით, საქართველო ერთადერთი კანდიდატი ქვეყანაა, რომელსაც უთხრეს, რომ მისი დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ადგილი ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გვერდით არ არის. 
ბოჭორიშვილის არმიწვევა საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე არის ყველაზე ნათელი ნიშნული, რომ ამ ხელისუფლებას ევროკავშირის ლეგიტიმაცია არა აქვს, ივანიშვილის რეჟიმს არავინ განიხილავს არც ქართველი ხალხის რეალური ინტერესების ამსახველ პოლიტიკურ ძალად, არც დემოკრატიულად არჩეულად და არც პარტნიორად." - 
წერს სამადაშვილი. 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე