საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება

საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 126

საქართველოს საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება. კომისიას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ხელმძღვანელობს.

როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი „ტვ პირველთან“ აცხადებს, დღევანდელი სხდომა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო ჩაინიშნა.

შეხვედრაზე დაბარებულია თავად არქიმანდრიტიც, თუმცა, ამ ეტაპისთვის, როგორც ცნობილია, ის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.

შესაბამისი ოქმი კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ გამოქვეყნდება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე