საქართველო-სომხეთის მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველო-სომხეთის მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

22-03-2025 20:00
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1280
საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 მარტის 14:00 საათიდან იმოქმედებს.
მატჩამდე და მატჩის პერიოდში ნაწილობრივ ან საჭიროებიდან გამომდინარე სრულად დაიკეტება აკაკი წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის, მაიკოვსკის, ყიფიანის და მეტრეველის ქუჩები.
გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, თამარ მეფის გამზირის, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები წერეთლის გამზირიდან დაუკავშირდებიან ქუთაისის ქუჩას, ვახუშტის ხიდით გადავლენ სააკაძის მოედანზე, გმირთა მოედანზე და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა მატჩის დასრულების შემდეგ აღდგება.


მსგავსი სიახლეები

თბილისის ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს ზაფხულიდან მიიღებს. როგორც  ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განaცხადა, სავარაუდოდ, ახალი ზოოპარკი, ვიზიტორების მიღებას ივლისის პირველი ნახევრიდან შეძლებს. ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები - დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები არიან. დამთვალიერებლებისთვის პირველ ეტაპზე მხოლოდ კავკასიური ნაწილი იქნება გახსნილი, მომდევნო წელს კი მას აფრიკული ნაწილი დაემატება. რაც შეეხება ზოოპარკში შესვლის ბილეთის ფასს, როგორც „თბილისის ზოოპარკში“ განმარტავენ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება ბილეთის საფასური.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე