საქართველოს 18-წლამდელთა ხელბურთის ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდელთა ხელბურთის ნაკრებმა ალბანეთის ნაკრები დაამარცხა

15-01-2025 15:31
კატეგორიები: სპორტი
პოსტი ნახა: 800

საქართველოს 18 წლამდე ასაკის ხელბურთელთა ნაკრები IHF-ის თასის ევროპის ზონის გათამაშებაში წარმატებით ასპარეზობს. ქართველმა სპორტსმენებმა A ჯგუფის მეორე შეხვედრაში ალბანეთის ნაკრები ანგარიშით 43:23 დაამარცხეს.

14 იანვარს ქართველი ხელბურთელები კვიპროსელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 44:24 დაამარცხეს.

ტურნირის გამარჯვებული ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) თასის საკონტინენტთაშორისო ეტაპზე გააგრძელებს ბრძოლას, ამ გათამაშების გამარჯვებული კი ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 16 იანვარს გამართავს დიდი ბრიტანეთის ნაკრებთან, რომელიც A ჯგუფში მისი ბოლო მეტოქე იქნება.

ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე