საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტატუსის მისაღებად დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული - კალაძე

საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტატუსის მისაღებად დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული - კალაძე

25-10-2023 04:54
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 531

საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტატუსის მისაღებად დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელ მეგობრებთან ერთად ყველაფერი გააკეთა მითითებული რეფორმების განსახორციელებლად. სრული მზაობა გვაქვს, რომ რეფორმებზე მუშაობა გაგრძელდეს. რეფორმები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი დღით, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. საქართველოს მთავრობა, ევროპელ მეგობრებთან მზადაა რეფორმების განსახორციელებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე