საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის, დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე, სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.  როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაკავებული არიან საჯარო მოხელე, რომელმაც ქრთამი აიღო, ასევე ქრთამის მიმცემი და შუამავალი პირები.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 16

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის, დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე, სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაკავებული არიან საჯარო მოხელე, რომელმაც ქრთამი აიღო, ასევე ქრთამის მიმცემი და შუამავალი პირები.

“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, თბილისში მდებარე ერთ - ერთი კომპანიის კუთვნილ ობიექტზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, კომპანიის წარმომადგენელს ქრთამის სახით მოსთხოვა და შუამავლის დახმარებით გამოართვა 15 000 ლარი.

ასევე, იგივე საჯარო მოხელემ, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, თბილისში არსებული სხვა უკანონო სამშენებლო სამუშაოების მფარველობის სანაცვლოდ, მოითხოვა და ამ შემთხვევაშიც შუამავლის დახმარებით აიღო ქრთამი - 15 000 ლარი.

გამოძიების შედეგად დაკავებულია როგორც ქრთამის ამღები საჯარო მოხელე, ასევე ქრთამის მიმცემი და შუამავალი პირები.

დაკავებულ მოქალაქეს ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე, დაკავებულ საჯარო მოხელეს - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ხოლო შუამავალ პირს კი - დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ქრთამის მიმცემისთვის 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო დანარჩენი ბრალდებულებისთვის 7 -იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მეოთხე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, - ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.  აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ირანის მიერ განხორციელებული საწყისი იერიშების შედეგად მიყენებული მძიმე ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე, მანსურე ხოჯასტე, ისრაელისა და აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე