საქართველოს რკინიგზა ხაშურთან მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა ხაშურთან მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

25-04-2025 16:02
კატეგორიები: შემთხვევა

„საქართველოს რკინიგზა“ ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებელში ხანძრის გაჩენის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათი განმარტებით, მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, დაკვამლიანება მოხდა.

„საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მიმდინარეობს მოკვლევა.

„გომი აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოსტი ნახა: 541


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე