საქართველოს საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით გაითვალისწინონ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები

საქართველოს საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით გაითვალისწინონ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები

2 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 91

ესპანეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით გაითვალისწინონ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაშის მაღალი დონე გამოაცხადა.

„ესპანეთის სამეფოში, განსაკუთრებით ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის გალისიაში, კასტილია და ლეონსაში, ასევე ექსტრემადურაში ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაშის მაღალი დონე გამოაცხადა.

გთხოვთ, გამოიჩინოთ უკიდურესი სიფრთხილე, მოერიდოთ ხანძრების ზონებს, გაითვალისწინოთ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომრებზე: საქართველოს საელჩო: +34691387221;  სასწრაფო დახმარება ესპანეთში: 112“, – ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე