საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და რეკომენდაციებს გასცემს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, „წითელი განგაშის“ სიგნალის ჩართვის შემდეგ აუცილებელია, ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის მოძებნა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 23

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და რეკომენდაციებს გასცემს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, „წითელი განგაშის“ სიგნალის ჩართვის შემდეგ აუცილებელია, ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის მოძებნა.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეგახსენებთ იმ რეკომენდაციების თაობაზე, რომელსაც ვითარების გამწვავების შემთხვევაში უნდა მიმართოთ.

„წითელი განგაშის“ სიგნალის ჩართვის შემდეგ, აუცილებელია დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები:

დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი (სასურველია წინასწარ იცოდეთ უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა);

შენობაში ყოფნის დროს დახურეთ კარ-ფანჯარა, შედით შენობაში არსებულ დაცულ სივრცეში;

ქუჩაში ყოფნის შემთხვევაში - თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი, დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი;

ავტომობილში ყოფნის შემთხვევაში - გააჩერეთ ავტომობილი გზის პირად, გადმოდით მანქანიდან და მოძებნეთ უახლოესი თავშესაფარი. თუ ვერ პოულობთ მსგავს ადგილს, დაწექით მიწაზე სახით ქვევით და ხელებით დაიფარეთ თავი.

ასევე, გაფრთხილებთ, რომ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციებით, დაუშვებელია შენობის შესასვლელში მოქალაქეების გაჩერება;

განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდგომ, სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ საფრენ აპარატთან ან სხვა მსგავს ობიექტთან მიახლოება. ასეთის არსებობის შემთხვევაში, აცნობეთ პოლიციას.

ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა განგაშის სიგნალის არსებობის შემთხვევაში თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტულ ობიექტებზე გადაადგილებისგან.

მოერიდეთ ყველა თავშეყრის ადგილებს!

მოერიდეთ დიდი რაოდენობით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა კონცენტრირების ადგილებს!

უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის ვებსაიტზე: https://www.oref.org.il/eng/articles/info/iron-swords/1107/

ასევე, განახლებული ინფორმაციის შესახებ თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს: https://israel.mfa.gov.ge/

https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GE

საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას!“- ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

ისრაელის დარტყმების სამიზნეებს ირანის უზენაესი ლიდერი და ირანის პრეზიდენტი წარმოადგენდნენ, - ინფორმაციას  The Times of Israel-ი ავრცელებს.  ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, ირანში განხორციელებული დარტყმები „ძალიან წარმატებული“ იყო.  ირანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხო ლოკაციაზეა გადაყვანილი.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
საქართველოში ირანის საელჩო - ირანის საელჩო საქართველოში გეგმავს სათანადო ზომების მიღებას იმ მოქალაქეთა გადასაყვანად, რომლებიც სიონისტური რეჟიმის აშკარა აგრესიისა და პირდაპირი ფრენების არარსებობის გამო, ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე