საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა ინგოროყვას კლინიკა დატოვეს სადაც ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული მოინახულეს.

საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა ინგოროყვას კლინიკა დატოვეს სადაც ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული მოინახულეს.

09-12-2024 17:48
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 839

ცოტა ხნის წინ დატოვეს ინგოროყვას კლინიკა საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა. მათ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული მოინახულეს.

ელჩებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს შაბათს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე