სასამართლომ ეკა ჯავაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა.
ეკა ჯავაშვილი ვარაუდობს, რომ მოსამართლემ პატიმრობაში შშმ პირის სტატუსის ქონის გამო არ გაუშვა. ის აღიარებს, რომ გზას კეტავდა, რადგან გუშინ, დედების აქცია იყო და ახალგაზრდების გვერდით იდგა.
არა მე შემთხვევით ვერ დამაპატიმრეს იმიტომ, რომ ელემენტარულად გამოვასწარი როგორც ჩანს დილას სახლიდან, თორემ როგორც კი გავსულვარ, მერე მოსულა მთელი ამალა, როგორც ჩემმა შვილმა მითხრა ფანჯრიდან დავინახეო. ვერ მომაგნეს, მერე უკვე შუადღისკენ, ჩემმა დის შვილმა რომ დამირეკა, ლადომ რომ დედა აიყვანესო, მოვრჩი საუბარს, ხუთ წუთში უკვე ზარი იყო აქედან რომ.. უბრალოდ ვერ მომაგნეს და იმიტომ ვერ დამიჭირეს თორემ იდეაში ხომ. მე კი ველოდი, მაგრამ ადვოკატს ვუთხარი, რომ შშმ პირი ვარ და როგორც ჩანს ამის გამო, სტატუსის გამო ვერ მოახერხეს, უბრალოდ კანონმა არ მისცათ საშუალება, თორემ მეც გამამწესებდნენ. დიახ, ნამდვილად ვიდექი შეგნებულად. გუშინ იყო დედების აქცია შვილების მიმართ, დავიცვათ შვილები და გააზრებულად წავედი ფილარმონიასთან, შემდეგ ძალიან წესიერად ტროტუარ-ტროტუარ გამოვუყევით ეს აქცია და მოვედით რუსთაველზე. მე არ ვიცოდი, რომ უნდა მოსულიყო ჩემი და დავინახე რომ იდგა იქ ტროტუარზე, მივედი და ვისაუბრეთ 2 საათი, მართალი გითხრათ არც მაშინ არ ვფიქრობდით გადასვლას, მაგრამ რახან ეგეთი დღე იყო და ასე ვიყავი დამუხტული დედები შვილებისთვის და უცბად დავინახე რომ ხუთმა ჩემი შვილის ტოლმა ბიჭმა გადაიარა, არ მომცა ჩემმა ნამუსმა, სინდისმა..." - განაცხადა ეკა ჯავაშვილმა.
მანანა ჯავაშვილს ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ლადო წიბახაშვილს და გიგა წიბახაშვილს კი 8-დღიანი პატიმრობა მიესაჯათ.