სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილს, რომელსაც სოციალურ ქსელში პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას ედავებიან, 4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილს, რომელსაც სოციალურ ქსელში პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას ედავებიან, 4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

17-06-2025 18:01
კატეგორიები: სამართალი პოლიტიკა
პოსტი ნახა: 624

პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე დავით თეთრაულის გადაწყვეტილებით ჩერგოლეიშვილს 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ჩერგოლეიშვილს სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძისა და დეპუტატ თეა წულუკიანისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ. ჩერგოლეიშვილი სხდომას არ დასწრებია.

შს პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე