სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობა 14 წევრით განისაზღვრა. 14 წევრიდან ფრაქციას „ქართული ოცნება“ 7 წევრი ეყოლება, ფრაქციას „საქართველოსთვის“ - 3 წევრი, პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ - 3 წევრი და პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ - ერთი წევრი.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 22

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობა 14 წევრით განისაზღვრა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები დაადგინა.

14 წევრიდან ფრაქციას „ქართული ოცნება“ 7 წევრი ეყოლება, ფრაქციას „საქართველოსთვის“ - 3 წევრი, პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ - 3 წევრი და პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ - ერთი წევრი.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს, რომელიც დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს. ამის შემდეგ კომისია დაკომპლექტება და მუშაობას მიმდინარე კვირასვე დაიწყებს.

საპარლამენტო კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.

სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე კომისია შექმნილია მთავრობის ადმინისტრაციაში. კომისიას პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით სურსათი ძვირია, რადგან არის მაღალი ფასნამატი და მოგება. სამომხმარებლო ფასების შესწავლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაიწყო.

ბინძური სანჩესი ტირანი და ესპანელი ხალხის მოღალატეა, - ასე ეხმაურება ილონ მასკი ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის. სანჩესმა პირობა დადო, რომ დაიცავს ბავშვებს „ციფრული ველური დასავლეთისგან“ და ტექნოლოგიურ კომპანიებს სიძულვილით სავსე და მავნე კონტენტისთვის პასუხისმგებლობას დააკისრებს.  „სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია“, - წერს მასკი X-ზე.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ომანში გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი გამოცემა  ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოლაპარაკებების თურქეთის ნაცვლად ომანში გამართვის შესახებ ირანის მოთხოვნას დათანხმდა.

მსგავსი სიახლეები

6 წუთის წინ

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე