მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი გარდაიცვალა

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი გარდაიცვალა

3 საათის წინ
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 256

მეტრო-სადგურ „სამგორში“ მგზავრი გარდაიცვალა. ამის შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია.
შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები „სამგორი“, „ისანი“ და „ავლაბარი“ დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე.

მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს“, - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე