სეტყვამ სოფელი მატანი დააზარალა, უხვი ნალექის შედეგად დატბორილია სახლებიც

სეტყვამ სოფელი მატანი დააზარალა, უხვი ნალექის შედეგად დატბორილია სახლებიც

13-05-2025 01:44
კატეგორიები: რეგიონი
პოსტი ნახა: 504

სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანი დააზარალა.

დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულების ნაწილი. ადგილობრივების თქმით, უამინდობა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. ძირითადად დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები. უხვი ნალექის შედეგად კი სანიაღვრე არხებმა, წყლის ნაკადი ვერ გაატარა და რამდენიმე სახლი დატბორა.

ვითარებას გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური. მისი განმარტებით, ზარალს შესაბამისი სამსახურები დაითვლიან.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე