შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილზე - დღეს „ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში

შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილზე - დღეს „ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში

29-11-2025 12:29
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 512

დღეს „ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა,- ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის ალეკო ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის შესახებ.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გუშინ საზოგადოებამ მოისმინა ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან მოძალადე ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებები.

„გუშინ ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან მოვისმინეთ მოძალადე ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებები.

დღეს „ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე