შალვა პაპუაშვილი - პია კაუმასთან ვისაუბრეთ არჩევნების შემდეგ მოვლენებზე, მადლობა გადავუხადე საქმისთვის, რაც ეუთო/ოდირის მისიამ გასწია არჩევნებზე დაკვირვების, შეფასებების მხრივ

შალვა პაპუაშვილი - პია კაუმასთან ვისაუბრეთ არჩევნების შემდეგ მოვლენებზე, მადლობა გადავუხადე საქმისთვის, რაც ეუთო/ოდირის მისიამ გასწია არჩევნებზე დაკვირვების, შეფასებების მხრივ

08-04-2025 14:25
კატეგორიები: პოლიტიკა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პია კაუმასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. მადლობა გადავუხადე იმ საქმისთვის, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ გასწია არჩევნებზე დაკვირვების, შეფასებების მხრივ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ყველამ პატივი სცეს ეუთო/ოდირის ანგარიშს.

„შესაძლებლობა მქონდა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შევხვედროდი, რომელიც, როგორც საზოგადოებამ იცის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იყო. ვისაუბრეთ არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, ამ მხრივ რა მდგომარეობა არის. მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადე იმ საქმისთვის, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ გასწია არჩევნებზე დაკვირვების მხრივ, შეფასებების მხრივ. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ყველამ პატივი სცეს ეუთო/ოდირის ანგარიშს. არჩევნებამდე გვესმოდა, რომ არჩევნების შეფასებისთვის ეუთო/ოდირის ანგარიში სახელმძღვანელო იქნებოდა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველა ცდილობს, ახლა ეუთო/ოდირის ანგარიშზე თვალი დახუჭოს, რომელიც ცალსახად იმ შედეგების ვალიდურობას აღნიშნავს, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადგა. ყველა ცდილობს, არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პირადი მოსაზრებები გაგვიმჟღავნოს ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს არჩევნების შემდეგ ეუთო-ს რეკომენდაციებზე.

„ვისაუბრეთ ეუთო-სთან თანამშრომლობაზე, იმ რეკომენდაციებზე, რაც არჩევნების შემდეგ არსებობს როგორც საკანონმდებლო, ასევე საარჩევნო პრაქტიკის მხრივ. ასევე მოვახსენეთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ, რათა თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო კარგად ჩატარდეს როგორც ტექნიკურ დონეზე, ასევე საარჩევნო გარემოს მხრივ. ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებებიც განვახორციელეთ და ცესკო თავისი კომპეტენციის ქვეშ არსებულ საკითხებზე მუშაობს. მისი პოზიცია არის ის, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაშია ასახული და რაზეც მან და მთლიანად მისიამ არჩევნებიდან მეორე დღეს ისაუბრა. 27 ოქტომბერს განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნები შედგა, საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს და ამ ფორმატში მუშაობა მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ვხედავთ, რომ ხალხი, რომელიც სააკაშვილის მფარველები არიან, საქართველოს ომში ექაჩებოდა და საქართველოსთვის კარგი არაფერი უნდა. ამ დასკვნას და განცხადებებს წაუყრუეს. ზოგი „ისფედს“ იშველიებს, ზოგი „გამჭვირვალობას“, ზოგი IRI-ს ზოგი USAID-ს. ანუ, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა თაღლითობასა და მიკერძოებულ საქმიანობაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პოსტი ნახა: 331


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე