შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლაზე - ეს არის მიუღებელი ფაქტი, ყველამ უნდა დაგმოს ასეთი ფაქტი

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლაზე - ეს არის მიუღებელი ფაქტი, ყველამ უნდა დაგმოს ასეთი ფაქტი

18-02-2025 15:56
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 942

ეს არის მიუღებელი ფაქტი, ყველამ უნდა დაგმოს ასეთი ფაქტი - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხების სროლას შეეხებოდა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს სიძულვილის გარემო შექმნილია გარედან, მათ შორის უცხოური დაფინანსებით.

„აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტია. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ფაქტებზე ყველას ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ, ყველამ გააცნობიეროს, განსაკუთრებით, ეს ეხება დონორებს და ზოგიერთ ელჩს, რომელიც საქართველოში თესავს ზიზღის, აუტანლობის, განხეთქილების გარემოს. ამას აკეთებენ დაფინანსებით. ნაცვლად იმისა, რომ მორალი უკითხოს ევროკავშირის ელჩმა, ჩემი მოლოდინი იქნებოდა, რომ გაასაჯაროოს ევროკავშირის თითოეული ცენტის დაფინანსება საქართველოში. განსაკუთრებით, ეს ეხება ევროპის დემოკრატიის ფონდს [EED], რომლის ფულიც ზუსტად რადიკალიზმის გაღვივებაში იხარჯება; რომლის ფულიც ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებაში იხარჯება. ეს ყველაფერი მან კარგად იცის, ცენტობითა და პროექტებით იცის და ამას არ უმხელს ქართველ ხალხს. ამიტომ თუკი ვინმეს მორალზე სურს საუბარი, სჯობს, ყველამ დაიწყოს საკუთარი თავიდან. უთხრას ქართველ ხალხს რაში იხარჯება ეს ფული.

თუკი გაბედავენ და გაასაჯაროებენ EED-ის დაფინანსებას საქართველოში, იქ ამოიკითხავთ ყველაფერს. ნახავთ ვინ აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას და როგორ იქმნებოდა საქართველოში სიძულვილის გარემო. ნახავთ როგორ აფინანსებდა ევროკავშირის ევროპის დემოკრატიის ფონდი პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საქართველოში ზიზღის და განხეთქილების დამნერგავები არიან. აქ იქნება პასუხი, რომ ეს გარემო იქმნებოდა, მათ შორის, უცხოური დაფინანსებით.

რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი ფაქტი, ყველამ უნდა დაგმოს ასეთი ფაქტი. ეს სიძულვილის გარემო შექმნილია გარედან. ეს არის გარედან თავსმოხვეული სიძულვილის გარემო, რომელიც შექმნილია, მათ შორის უცხოური დაფინანსების, მილიონების ჩასხმით იმისთვის, რომ საზოგადოება ერთმანეთს წაკიდონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

21 საათის წინ

გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას - ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, - აღნიშნულ განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე