შელაპარაკების გამო, ექვსმა პოლიციელმა ფიზიკურად იძალადა ორ მოქალაქეზე, ერთზე განსაკუთრებით, ერთ-ერთმა ფეხით გამოათრია დაზარალებული… რომელი საფრთხე არ არსებობს ბატონო კოლეგებო მომეტებულად, რაც კანონში წერია მათი სამსახურიდან გამომდინარე? - ამის შესახებ გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გერმანე დადეშქელიანმა პროცესზე განაცხადა.  აღნიშნული განმარტება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ექვსივე ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

3 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 49

შელაპარაკების გამო, ექვსმა პოლიციელმა ფიზიკურად იძალადა ორ მოქალაქეზე, ერთზე განსაკუთრებით, ერთ-ერთმა ფეხით გამოათრია დაზარალებული… რომელი საფრთხე არ არსებობს ბატონო კოლეგებო მომეტებულად, რაც კანონში წერია მათი სამსახურიდან გამომდინარე? - ამის შესახებ გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გერმანე დადეშქელიანმა პროცესზე განაცხადა.

აღნიშნული განმარტება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ექვსივე ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა დასაბუთებული იყო.

“იქ სხვა მოწმეები არ იყვნენ, მოწმეები პოლიციელები არიან… ბრალდება ვარაუდობს, რომ ჩვენებების შეთანხმების რისკიცააო..

როცა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზეა საუბარი, კანონში ანალოგიური დანაშაულის ჩადენა არ წერია. ახალი დანაშაულია მოწმეებზე ზემოქმედებაც.

ათრიეს [პაპუნა ლოცულაშვილი] გრუნტოვან მიწაზე - რა დაზიანებებია, ჯერ არ ვიცით, მონაცემები არაა წარმოდგენილი. რომელი საფრთხე არ არსებობს ბატონო კოლეგებო მომეტებულად, რაც კანონში წერია მათი სამსახურიდან გამომდინარე, სასჯელის სახიდან გამომდინარე?

ასაკზე ვსაუბრობთ, 19 წლისააო, მაგრამ ის პოლიციელია, მათ ევალებოდათ, მაღალ მატერიებზე არ ვსაუბრობ, საუბარია იმაზე, რომ ადამიანი არ ეცემათ.

პროკურატურის შუამდგომლობა დასაბუთებულია უდავოდ.

ექვსივე ბრალდებულის მიმართ იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე მხოლოდ პატიმრობაა”, - განაცხადა დადეშქელიანმა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ლევან დარბაიძე განმარტავს, რატომ აიცილა პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული 6 პოლიციელის საქმის განხილვა.  „საქმე ავიცილე იმიტომ, რომ ერთ -ერთ ბრალდებულთან ჩემი ოჯახის წევრს ჰქონდა ნათესავური კავშირი. ჩემი მეუღლის ნათესავია ერთ-ერთი ბრალდებული. საქმეს ერთვის ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მეტ დეტალზე არ მაქვს უფლება, რომ ვისაუბრო და ჰკითხეთ მხარეებს“, - განაცხადა ლევან დარბაიძემ.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის, ალექსი ბადალოვის ადვოკატის ნოდარ ცინცაძის განცხადებით, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც დაცვის მხარე დასაბუთებას გაეცნობა. ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიან და მათ მხოლოდ გასაჩივრება შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე