შსს არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 159

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ქალი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანს სცემს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლის პირველი ნაწილის პრიმა პუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქალი ძალადობს სავარაუდოდ, არასრულწლოვანზე. სოციალური ქსელში ვიდეოს ავტორი წერს, რომ „ეს მხოლოდ მცირე ნაწყვეტია კადრების, ცემის ფაქტი 2 წუთი და 30 წამი მიმდინარეობდა“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე