შსს - გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - დაცვის პოლიციის ინსპექტორმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა "მეთადონის" შემცველ ნარკოტიკულ საშუალებას

შსს - გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - დაცვის პოლიციის ინსპექტორმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა "მეთადონის" შემცველ ნარკოტიკულ საშუალებას

11 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 369

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს შპს „ენგურჰესი“-ს ობიექტების დაცვის განყოფილების უმცროსმა ინსპექტორმა - 1981 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ, უკანონოდ შეიძინა და ასევე, უკანონოდ ინახავდა "მეთადონის" შემცველ ნარკოტიკულ საშუალებას.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე