შსს-მ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავა, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე - დაკავებულთა შორის, 10 არასრულწლოვანია

შსს-მ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავა, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე - დაკავებულთა შორის, 10 არასრულწლოვანია

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 14
შსს-მ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავა, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე - დაკავებულთა შორის, 10 არასრულწლოვანია
 
💬 "„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს ქვეყნის მასშტაბით, რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაკავებულთა შორის, 10 არასრულწლოვანია.
სამართალდამცველების მიერ, თვეების განმავლობაში, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა.
დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ.
აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ხმოვანი და ცივი იარაღები.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ეპრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი - ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად ასევე დაკავებულია დაჯგუფებების კიდევ შვიდი წევრი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხსენებული იდეოლოგიის ჯგუფების სხვა წევრები აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა.
სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საზოგადოების თითოეულ წევრს კი მოვუწოდებთ, მსგავსი დანაშაულების ელემენტარული ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის."

ისტორიაში პირველად ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა. ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს. სპორტულ ცეკვებში საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა - ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესმა და მისმა გამამტყუნებელმა განაჩენმა დაარღვია მისი უფლება სამართლიან სასამართლო პროცესზე და პროცესის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდა, - ამის შესახებ აღნიშნულია TrialWatch-ის ახალ ანგარიშში, რომელსაც „კლუნების ფონდის სამართლიანობისთვის“ აქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე