შსს-მ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოქალაქის კუთვნილი ოქროს ნივთის ქურდობისთვის სამართალდამცავი დააკავა

შსს-მ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოქალაქის კუთვნილი ოქროს ნივთის ქურდობისთვის სამართალდამცავი დააკავა

13 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 447

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 1990 წელს დაბადებული მ.ბ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე