შსს: პოლიციამ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შსს: პოლიციამ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

10 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 160

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით,  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული იემენის მოქალაქე ს.გ. ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

“დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ს.გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე