შსს - პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შსს - პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

1 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 79

სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით სამი პირი - 1974 წელს დაბადებული ა.კ., 1990 წელს დაბადებული ბ.გ. და წარსულში ნასამართლევი, 1983 წელს დაბადებული გ.ფ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი დაკავებულის - ა.კ.-ს საცხოვრებელი სახლიდან, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისათვის მოწყობილი სპეციალური სათბური და „მარიხუანა“.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე