თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელ საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს ახალაია.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში 10 ოქტომბერს, 13:00 საათზეა დაბარებული.