სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს - ბატონო პრეზიდენტო, მზად ვარ, რომ თქვენთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებში ახალ წარმატებებს მივაღწიოთ.   სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს ახალი წელი მიულოცა.

სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს - ბატონო პრეზიდენტო, მზად ვარ, რომ თქვენთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებში ახალ წარმატებებს მივაღწიოთ.   სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს ახალი წელი მიულოცა.

5 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 39

სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს ახალი წელი მიულოცა, - ინფორმაციას რუსული მედია ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„2026 წელს ჩინეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების 30 წლისთავი და კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის 25 წლისთავი აღინიშნება. ბატონო პრეზიდენტო, მზად ვარ, რომ თქვენთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებში ახალ წარმატებებს მივაღწიოთ“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, 2025 წელს ორ ქვეყანას შორის „ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა“.

ასევე, ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სი ძინპინსა და ჩინელ ხალხს ახალი წელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც მიულოცა.

„2025 წელს რუსეთ–ჩინეთის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების კარგი დინამიკა შენარჩუნდა და ნაყოფიერი შედეგები იქნა მიღწეული“, - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე