სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 23 მარტის დილამდე ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 24 მარტიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 23 მარტის დილამდე ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 24 მარტიდან გამოიდარებს

22-03-2025 18:22
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1314

საქართველოში 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და წვიმიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და წვიმიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და წვიმიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და თოვლიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება.



მსგავსი სიახლეები

15 საათის წინ

თბილისის ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს ზაფხულიდან მიიღებს. როგორც  ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განaცხადა, სავარაუდოდ, ახალი ზოოპარკი, ვიზიტორების მიღებას ივლისის პირველი ნახევრიდან შეძლებს. ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები - დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები არიან. დამთვალიერებლებისთვის პირველ ეტაპზე მხოლოდ კავკასიური ნაწილი იქნება გახსნილი, მომდევნო წელს კი მას აფრიკული ნაწილი დაემატება. რაც შეეხება ზოოპარკში შესვლის ბილეთის ფასს, როგორც „თბილისის ზოოპარკში“ განმარტავენ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება ბილეთის საფასური.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე