სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან

18-02-2025 19:19
კატეგორიები: რეგიონი საზოგადოება
პოსტი ნახა: 1046

მიმდინარე წლის 16 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„კახა წეველიძის და გიორგი ჩიტაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე