სისხლიანი გარჩევა ქორწილში - 35 წლის კაცის დაჭრის ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს

სისხლიანი გარჩევა ქორწილში - 35 წლის კაცის დაჭრის ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS რეგიონი სამართალი
პოსტი ნახა: 18
🔴 სისხლიანი გარჩევა ქორწილში - 35 წლის კაცის დაჭრის ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს
 
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა - 1992 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს.
 
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე