სისტემური ზეწოლის ჯაჭვი "თრიალეთის" წინააღმდეგ!

სისტემური ზეწოლის ჯაჭვი "თრიალეთის" წინააღმდეგ!

პოსტი ნახა: 11343

ბოლო ერთი წლისა და ორი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ერთობლიობა ადასტურებს, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მოქმედებებითა და უმოქმედობით "თრიალეთის" წინააღმდეგ სისტემური ზეწოლის ჯაჭვი ჩამოყალიბდა.

ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და მის ხელმძღვანელს - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ იმას, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში ნებისმიერ მოქალაქეს, კომპანიისა და მედიასაშუალებას ეკუთვნის:

კანონის წინაშე თანასწორობას.
თანაბარ და სამართლიან მოპყრობას.
დამოუკიდებელ და სამართლიან სასამართლოს.
ეფექტიან სამართლებრივ დაცვას.
საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.
მედიის თავისუფლებას.

როდესაც ხელისუფლება არ იცავს ამ ფუნდამენტურ უფლებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს, როდესაც კანონი ყველას მიმართ თანაბრად არ მოქმედებს და სამართლიანობა შერჩევითი ხდება  -  ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ჰყავს უსამართლო ხელისუფლება!



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე