სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები რუსთაველის თეატრთან იკრიბებიან

სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები რუსთაველის თეატრთან იკრიბებიან

05-12-2024 16:52
კატეგორიები: საზოგადოება რეგიონი
პოსტი ნახა: 1625

სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები რუსთაველის თეატრთან იკრიბებიან. კერძოდ, ადგილზე არიან მედიკოსები, მსახიობები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვები.

როგორც რეჟისორმა, პაატა ციკოლიამ აღნიშნა, მათ სურთ ქვეყანაში შექმნილ ეროვნული კრიზისზე ეროვნულ თეატრში ისაუბრონ და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელონ.

„კულტურის სფერო გავერთიანდით გუშინ და აქ მოვედით. რადგან ეროვნული თეატრია და ეროვნული კრიზისია, ამაზე გვინდოდა ეროვნულ თეატრში გვესაუბრა. აბა, სად უნდა მოიყაროს თავი საზოგადოებამ ეროვნულ საკითხებზე სამსჯელოდ, თუ არა ეროვნული თეატრში. იმედი გვქონდა, რომ მოგვცემდა საშუალებას რობერტ სტურუა რომ შიგნით გვესაუბრა, ასევე მოვიწვიეთ სხვა სფეროს წარმომადგენლები ამ ყველაფერზე სასაუბროდ. გვინდოდა მოგვესმინა ყველა მხარისთვის. თუ საზოგადოების ნდობა გვაქვს, ეს ნდობა რომ გავრცელდეს პოლიტიკურ პროცესზე, შუამავლად გვინდა ჩავდგეთ. მოთხოვნებს რომელსაც ჩამოვაყალიბებთ საერთო იქნება”, - აღნიშნა ციკოლიამ.

თეატრის შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე