ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს ჭიდაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა – შეჯიბრება გამარჯვებით დაიწყო სოლომონ მანაშვილმა (125 კგ).
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძენი აზამატ ხოსონოვი 5-2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებს. მსოფლიო პირველობაზე დღეს ასპარეზობას კიდევ ორი ქართველი დაიწყებს.
გიორგი ღონიაშვილი (61 კგ) და აკაკი ქემერტელიძეც (70 კგ) და მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
ზაგრებში დღეს წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 14 სექტემბერს ჩატარდება.