სუს - ი - ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს

სუს - ი - ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს

2 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 101

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების – „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება.

სუს-ის განცხადებით, შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე