სუს-მა, BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით გამოკითხვაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური დაიბარა. ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ავრცელებს.   ეკა გიგაურმა გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოითხოვა.

სუს-მა, BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით გამოკითხვაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური დაიბარა. ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ავრცელებს.   ეკა გიგაურმა გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოითხოვა.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 94

„ფილმში ეკა გიგაური იმ რეპრესიულ პოლიტიკაზე საუბრობს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს. სუს-ის მიერ ფილმში რესპონდენტებად მყოფი ადამიანების, მათ შორის, ეკა გიგაურის გამოკითხვაზე დაბარება აჩენს ძლიერ ეჭვს, რომ მათი მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ უფლებადაცვით ორგანიზაციებზე ზეწოლის გაძლიერებაა.

ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ გასცეს დამაჯერებელი პასუხი, თუ რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით ხდებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი აქციების დარბევა, სუს-ი გამოკითხვაზე იბარებს იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საგამოძიებო ორგანოებს 1 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ადამიანების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ჩართული პირები გამოეკვეთათ და პასუხისგებაში მიეცათ, თუმცა ამ დრომდე არცერთი პოლიციელი დასჯილი არ არის. ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ პირბადეების, საწვიმრებისა და სხვა მსგავსი დამცავი საშუალებების შეძენის გამო ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სოლიდარობის ფონდების წარმომადგენლები გამოძიების ქვეშ არიან", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე