სუს-ში თავდაცვის სამინისტროს დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ყოფილი მინისტრის ახლო ნათესავისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

სუს-ში თავდაცვის სამინისტროს დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ყოფილი მინისტრის ახლო ნათესავისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

9 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 272

სუს-ში დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის, გიორგი ხაინდრავასთვის, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსისთვის, ვლადიმერ ღუდუშაურისთვის და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავისთვის, ვასილ მხეიძისთვის, ბრალის წაყენების პროცედურა მიმდინარეობს.

ამ წუთებში უწყებაში ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალდებას ოფიციალურად აცნობენ.

როგორც უწყებაში შესვლამდე ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატმა, ლევან სეფიაშვილმა განაცხადა, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ შეხვედრია, შესაბამისად, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს.

„ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ. მას არ შევხვედრივარ. შევხვდები, გავესაუბრები. პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა სეფიაშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას გულისხმობს.

საუბარია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე